საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
„ქართული ძიუდოს პატრიარქი – ბიძინა მაზიაშვილი“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც საქართველოში ძიუდოს დამნერგავი სახელოვანი მწვრთნელის 95 წლის იუბილეს ეძღვნება. მკითხველს საშუალება ეძლევა, კიდევ ერთხელ გაეცნოს მაზიაშვილის ცხოვრების საინტერესო დეტალებს, საქართველოში ძიუდოს შემოტანის ისტორიას და იმ სირთულეებს, რაც თან ახლავს ხოლმე პირველ ნაბიჯებს. პრეზენტაციას ავტორებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ. წიგნის, „ქართული ძიუდოს პატრიარქი – ბიძინა მაზიაშვილი“ ავტორები დავით ჭელიძე და ირაკლი თავაძე არიან.