„ქართული დიპლომატიის ისტორია“- ამ სახელწოდებით ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში განხილულია ქართული საერთაშორისო პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები და დიპლომატია. გაანალიზებულია უცხოური და ქართული წყაროები საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის შესახებ. პრეზენტაციას საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.