ქართული დიასპორის ფორუმი და პრეზიდენტის კიდევ ერთი კრიტიკული გამოსვლა. სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე დაგვიანებით მივიდა, მისთვის განკუთვნილი ადგილი არ დაიკავა და მთავრობის კრიტიკისთვის ამჯერად საგარეო საქმეთა სამინისტროს ტრიბუნა გამოიყენა. სანამ ქვეყნის პრეზიდენტი ქართული დიასპორის გამოწვევებზე ისაუბრებდა, მინისტრთა კაბინეტსა და „ქართული ოცნების“ გუნდს მიმართა და პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა.
ამ ბრალდებას საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა და განმარტა, რომ პროტოკოლის სამსახური წესების დაცვით მუშაობს და ღონისძიებაზე რიგითობა დარღვეული არ ყოფილა. პრემიერ-მინისტრი კი ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთში ნახევარ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, მათი ნაწილი კი ნახევრად რუსია. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა.