ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება ჩინეთში.
მაია ცქიტიშვილი სიტყვით გამოვიდა ჩინეთ-ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე „სარტყელი და გზა – მშენებლობა, მონაწილეობა და საერთო სარგებელი“.
დღესვე ვიცე-პრემიერმა ევრაზიის ექსპო დაათვალიერა. მან ნოემბერში დაგეგმილ საერთაშორისო იმპორტის პირველ გამოფენაზე მიწვევისთვის, სადაც საქართველოს საკუთარი პავილიონი ექნება, ჩინეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა.