ქართული დელეგაციის შეხვედრები კანის კინოფესტივალზე. დისკუსიების ფარგლებში ისაუბრეს ქართული ფილმების უცხოურ პლატფორმებზე წარდგენასა და პოპულარიზაციაზე. კანის 77-ე ფესტივალი 14-25 მაისის ჩათვლით ტარდება და მასში საქართველოს ეროვნული კინოცენტრი პავილიონით არის წარმოდგენილი. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.