ეუთოში ქართული დელეგაციის რეზოლუციის პროექტი დამტკიცებულია

50 ხმით ხუთის წინააღმდეგ – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტი  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება და რუსეთისგან აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.

რეზოლუციის მიღებას წინ მწვავე დებატები უძღოდა. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა რუსეთს მოუწოდეს ერთხელ მაინც მოიქცეს როგორც პასუხისმგებლიანი საერთაშორისო აქტორი და ხელი შეუწყოს აღნიშნულ რეგიონებში მშვიდობის დამყარებას.