სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი სესია იწყება. მონაწილეობას მიიღებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძესთან ერთად ადგილზე იმყოფებიან საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ვიცესპიკერი, უმრავლესობის წევრები და „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი. სესია 27 აპრილამდე გაგრძელდება.
დაგეგმილია შეხვედრა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან. ასევე, გაიმართება დებატები ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც მაისში იგეგმება და რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს და ევროპის კონტინენტზე მის გავლენას შეაფასებს.
თეონა მანაგაძე სტრასბურგიდან გვიერთდება პირდაპირ ეთერში.