ქართული დელეგაცია ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმში მონაწილეობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პეკინში, ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის თემატურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

მაია ცქიტიშვილმა აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მდებარეობის, კარგად განვითარებული სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის, ძლიერი გარე სავაჭრო ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო მიისწრაფვის გახდეს უმოკლესი და უსაფრთხო მარშრუტი ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების მიმოქცევისთვის.