პარლამენტთან „ქართული დასის“ მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. ჯონდი ბაღათურია ხელისუფლებას გაერო-ს „მიგრანტთა პაქტზე“ ხელმოწერის გამო აკრიტიკებს. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ აზიისა და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტების ჩამოსახლება, მათი პირადობის მოწმობებითა და სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა იგეგმება. აქციის მონაწილეები დოკუმენტის გაუქმებას ითხოვენ.