ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის.
ქართული საბალეტო დასი ლონდონის კოლიზეუმში პირველად მიიწვიეს. აგვისტოში დასი დიდ ბრიტანეთში „გედების ტბას“ ინგლისის ნაციონალური ოპერის ორკესტრის თანხლებით წარმოადგენს. 2024 წელს ქართველი მოცეკვავეები კიდევ რამდენიმე ქვეყნის პრესტიჟულ სცენებზე გამოვლენ.