დღეს ქართული არტილერიის დღეა. თარიღის აღსანიშნავად, პარლამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, არტილერისტებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. გაიხსენეს 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენები.