სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან გართულ აქციაზე სამართალდამცველებმა პარტია „ქართული არჩევანის“ წევრები ბეჟან გუნავა, გოჩა ფერჩულიანი და გიორგი შავრეშიანი დააკავეს. „ქართული არჩევანის“ თავმჯდომარემ ორგანიზაციის წევრებთან ერთად აქცია პერფორმანსი სახელწოდებით, „შავი ფული“ გამართა. ბეჟან გუნავამ რამდენჯერმე სცადა შენობაში შესვლა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. პარტიის თავმჯდომარე მოითხოვს სახელმწიფო აუდიტი დაინტერესდეს, რატომ იყენებს სახელმწიფო წინასაარჩევნო კამპანიაში, მათი მტკიცებით არადეკლარირებულ თანხებს. პარტიის თავმჯდომარე სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელთან შეხვედრასაც ითხოვს.