„ქართული არჩევანის“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა

პარტია „ქართული არჩევანის“ თავმჯდომარემ თელავში საარჩევო შტაბი გახსნა და თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ჯავახიშვილი წარადგინა. ბეჟან გუნავას განცხადებით, ჯავახიშვილი კარგად იცნობს რეგიონის პრობლემებს და დეპუტატის მანდატის მოპოვების შემთხვევაში  იზრუნებს ამ პრობლემების მოგვარებაზე.