მოსახლეობისგან დაცლილი სოფლის ყოველდღიურობა ანიმაციურ ფილმშია გადატანილი. ახალგაზრდა რეჟისორს სურდა, საკუთარ ნამუშევარში ეჩვენებინა, როგორ იქცა ზემო იმერეთის ერთ-ერთი დასახლება თითქმის ნანგრევებად. მარიამ კაპანაძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიან ანიმაციას, პირველად იაპონიის ცნობილ ფესტივალზე აჩვენებენ.
ქართველი რეჟისორის ნამუშევარი 91 ქვეყნის მიერ წარდგენილი ათასამდე ანიმაციური ფილმიდან შეარჩიეს. „მიტოვებული სოფლის“ ისტორიას მსოფლიო აუდიტორია ონალინფორმატში, ნოემბერში ნახავს.