რუსთაველის ეროვნულ თეატრში ქართული ანიმაციისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და საქართველოს კულტურის მინისტრი დაესწრო. საღამოზე შესრულდა ქართული ანიმაციისთვის შექმნილი ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მუსიკა, რომელთა ავტორებიც დიდი ქართველი კომპოზიტორები არიან. ღონისძიებაში მუსიკალური ბენდის თანხლებით, ყველა თაობისთვის საყვარელმა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა.