თბილისში პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა. აღნიშნული ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ინსტრუმენტია და მიზნად ისახავს სამართლის დარგის პროფესიონალების გაძლიერებას და ორი ქვეყნის სამართლებრივი სისტემების მეტად დაახლოებას. ღონისძიებაში მონაწილეობენ იუსტიციის მინისტრი, ევროკავშირის სააგენტოს „ევროჯასტის“ ვიცეპრეზიდენტი; საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. სამართლებრივი ფორუმი სახელწოდებით „საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“ ორდღიანია და 6 ივლისს დასრულდება.