პარიზში დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის შეხვედრა იმართება. ღონისძიება სხდომით გაიხსნება, რომლის თავმჯდომარეებიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი ფრანგი კოლეგა იქნებიან.
დიალოგი, სხვადასხვა სფეროში, ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას ისახავს მიზნად. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია სამუშაო ჯგუფების შეხვედრებიც. დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაცია 2019 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. შეხვედრები დაგეგმილია წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობის პრინციპით, თბილისსა და პარიზში.