ქარელის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, „მთავარ არხს“ და ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივის. ზაზა გულიაშვილი 55 555 ლარს ითხოვს, რომელსაც, როგორც თავად აცხადებს, საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს. გულიაშვილის თქმით, „მთავარი არხი“ მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს.