ქანდაკების პირველი სტუდენტური სიმპოზიუმი

კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ ქანდაკების I სტუდენტური სიმპოზიუმისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების სპეციალობის სტუდენტთა მიერ ახლებური ხედვით შექმნილი ექვსი სკულპტურული კომპოზიცია. ღონისძიება დამთვალიერებელს ურბანულ ქანდაკებასთან დაკავშირებული იდეებისა და მხატვრულ-გამომსახველობითი ამოცანების გადაწყვეტის თანამედროვე ტენდენციების გაცნობის საშუალებას მისცემს. სტუდენტები სიმპოზიუმის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსით შეირჩნენ.