საქართველოს პირველი არხი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება.
თარიღის აღნიშვნას და გააშუქებს ამ დღესთან დაკავშირებულ აქტივობებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადსხვა გადაცემა გააშუქებს. მაუწყებლის შენობა სპეციალურად ამ დღისთვის წითლად განათდება.
საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2020 წლის ცხრა თვის განმავლობაში 19 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 12 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მუდმივად აშუქებს გენდერული თანასწორობის საკითხებს და პრიორიტეტად ისახავს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. წლის დასაწყისში მაუწყებელმა პრაქტიკაში დანერგა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი „ყველა თანასწორია“, რომელიც 11 ქვეყნის წარმომადგენლის ჩართულობით, გენდერული ჯგუფის თავმჯდომარის, თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა.