საქართველოში შვიდიდან ერთ ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გახდა, 5-დან ერთი ქალი კი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია. – ასეთია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეროვნული კვლევის შედეგები.
ფონდის ანგარიშში ნათქვამია, რომ მოქალაქეებისათვის კვლავაც მისაღებია ქალთა მიმართ ძალადობა. ქალების ერთი მეოთხედი და კაცების თითქმის ერთი მესამედი მიიჩნევს, რომ ცოლის ცემა გარკვეულ პირობებში გამართლებულია.
კვლევის შედეგების პრეზენტაციას, სფეროს სპეციალისტებთან ერთად, ადამიანის უფლებების საკითხებში პრემიერის თანაშემწე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეც დაესწრნენ.