დღეიდან საქართველოში გენდერული ძალადობის საწინააღმდეგო კამპანია იწყება.
16-დღიანი კვირეული არაერთ აქტივობას და ღონისძიებას მოიცავს, რომელსაც საქართველოს პირველი არხიც უერთდება. გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა როლის გასაძლიერებლად ჩვენი ტელევიზია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა გენდერულად სტერეოტიპულ პროფესიებში ქალების დასაქმების წახალისება. კვირეულის აღნიშვნა ქალებზე ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღის აღნიშვნით დაიწყო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის გარშემო ინფორმირების დონე გაზრდილია – წლიდან წლამდე ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართვიანობის მაჩვენებელი იმატებს.