ბუდაპეშტში, ხელოვნების ცენტრ „პეშტი ვიგადოში“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა – „ქალი ხელოვანი – ეპოქის სახე“ გაიხსნა. ექსპოზიცია წარმოაჩენს ქართველ ქალ მხატვართა ხელოვნებას ბოლო ასი წლის განმავლობაში.
გამოფენა ბუდაპეშტში საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ღონისძიებების ნაწილია, რომლის მთავარი საზეიმო დღეც, ივნისის თვეში, ამავე საგამოფენო სივრცეში უნდა აღინიშნოს. წარმოდგენილი 45 ნამუშევარი ხელოვნების მუზეუმის, თბილისის ისტორიის მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და მხატვართა პირადი კოლექციების ნაწილია. გამოფენა 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.