10 მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები იწყება.
ქალაქების და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამისთვის 11 ადგილი შეირჩა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ისტორიული ძეგლების და შენობების აღდგენა-რესტავრაცია, რეკრეაციული ზონების განახლება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გამწვანებითი სამუშაოები. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან მილიარდი ლარი გამოიყოფა. დაინტერესებული სამშენებლო კომპანიებისთვის ტენდერის გამოცხადება მომდევნო კვირისთვის იგეგმება. პროგრამა ხუთ წელზეა გათვლილი.