ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 11 ადგილი და მასშტაბური სარეაბილიტაციო გეგმა – მთავრობა ქალაქების და კურორტების ღირსშესანიშნაობების და ისტორიული ობიექტების აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტს იწყებს.
სამუშაოები ხუთი წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდი ლარის გამოყოფა იგეგმება. შერჩეულ ქალაქებს შორისაა ბორჯომი, თელავი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი და მცხეთა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი სარეკრეაციო სივრცეების მოწყობაც.
რესტავრაციისთვის შერჩეულ ადგილებს მაკა არჩევნიშვილი გაგვაცნობს.