პუტინის ყოველწლიური მიმართვა ფედერაციული საბჭოსადმი

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის სტრატეგიული ძალები გარანტირებული გამოყენებისთვის სრულ მზადყოფნაშია. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციული საბჭოსადმი ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში ომი დასავლეთმა წამოიწყო, ხოლო რუსეთი მას დაასრულებს. პუტინის თქმით, რუსეთის არმია უკრაინაში ბრძოლის ველზე უპირატესობას ფლობს და უტევს. ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ევროპაზე თავდასხმას, თუმცა ევროპელები მზად არ არიან ომისთვის. ამავე კონტექსტში რუსეთის პრეზიდენტმა აშშ და მისი მოკავშირეები დაადანაშაულა ევროპული უსაფრთხოების არსებული სისტემის დემონტაჟში და განაცხადა, რომ აუცილებელია ახალი „ევრაზიული უსაფრთხოების სისტემის“ ფორმირება. პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა ყველა მხარესთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მისივე განცხადებით, სუვერენული და ძლიერი რუსეთის გარეშე ეს შეუძლებელია.