რუსეთის პრეზიდენტის პრესკონფერენცია

ვლადიმერ პუტინი პირველად საუბრობს რუსი ოპოზიციონერი ლიდერის მოწამვლაზე. „რუსეთს ეს რომ სდომოდა, პროცესს ბოლომდე მიიყვანდა,“ – ასეთია რუსეთის პრეზიდენტის პასუხი ალექსეი ნავალნის რეზონანსულ საქმეზე.

კრემლის ლიდერი ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვებს ოთხი საათის განმავლობაში პასუხობდა. ნატო-ს ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოების გამო, პუტინმა დასავლეთი ამჯერადაც მწვავედ გააკრიტიკა.