იმ ფონზე, როცა საქართველოს პარლამენტში „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის” და ერთობლივი რეზოლუციის შესახებ მსჯელობენ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო ლიდერები დღეს პირველები იყვნენ, ვინც ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობის მეოთხე ვადა მიულოცეს.
მისალოცი გზავნილები, ძირითადად, აზიიდან, ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან და არაღიარებული რესპუბლიკებიდან გაჟღერდა. დასავლეთის რეაქცია კი თავშეკავებული იყო.
პუტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ამ ეტაპზე საფრანგეთის, გერმანიისა და ბულგარეთის პრეზიდენტები გამოეხმაურნენ.
სატელეფონო საუბრისას მაკრონმა პუტინს ქვეყნის მოდერნიზებაში წარმატება უსურვა. სხვა ევროპელი ლიდერები დუმან. ევროკავშირი კი რუსეთს ანექსირებულ ყირიმში გამართული უკანონო კენჭისყრის გამო აკრიტიკებს.