პური გაიაფდა – მომხმარებელი დღეიდან სავაჭრო ობიექტებში პურს ათი თეთრით ნაკლებად შეიძენს. მწარმოებლების განმარტებით, მიზეზი ბაზარზე ფქვილზე ფასის შემცირებაა, რომლიც წინა წელთან შედარებით, 15 ლარით გაიაფდა. ამ ეტაპზე მოლაპარაკება სამინისტროსთან მიმდინარეობს, რომ საყოველთაო მოხმარების პურის მწარმოებლებისთვის კომუნალური ტარიფების გადახედვა მოხდეს. მათი თქმით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ფასი კიდევ უფრო შემცირდება.