პროტესტის მე-17 დღე – მაღაროელების აქცია გრძელდება. ისინი საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან და საღამოს 7 საათზე უფრო ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ. მოთხოვნები უცვლელია – სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების 20%-ით გაზრდა. მაღაროელები მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებამდე პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. აგრეთვე, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში უკვე მეორე დღეა რაც აქციის მონაწილე 4 მაღაროელი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილობს. როგორც მაღაროელები ამბობენ, ჭიათურაში მყოფ აქციის მონაწილეებს დღეს მათივე ოჯახის წევრები შეუერთდებიან და პროტესტის ნიშნად, ისინიც შიმშილობას დაიწყებენ.