აქცია თბილისის მერიასთან. ლისისა და ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთების მფლობელები, ახალი გენერალური გეგმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, მათი თქმით, ნაკვეთებზე რომლებსაც წლებია ფლობენ, მშენებლობის უფლება გაუუქმდათ. პროტესტის მონაწილეებმა განცხადება მერიაში შეიტანეს და აღნიშნეს, რომ მერიამ მათი საკითხის გადაწყვეტა გააჭიანურა, რამდენიმე კვირის წინ კი მიწების გამოსყიდვა მინიმალურ ფასად შესთავაზა, რაც მოქალაქეთა განცხადებით, მათთვის მიუღებელია.