პროტესტი სარფის საბაჟოზე

ხმაურია სარფის საბაჟოზე. მოქალაქეები გადასატანი პროდუქტების დასაშვები რაოდენობის შემცირებას აპროტესტებენ. ადგილზე ხალხმრავლობაა, თუმცა, რიგი ამჯერად საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაუმართაობას არ უკავშირდება.

მოქალაქეების ნაწილი, რომელიც საზღვარს ყოველდღიურად კვეთს და მცირე პარტიით თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები გადააქვს, უკმაყოფილებას გამოთქვამს. მათი თქმით, თურქულ მხარეს, გადასატანი პროდუქციის დასაშვები რაოდენობის შემცირების შესახებ, წინასწარ არავინ გაუფრთხილებია და დღეს თითქმის ყველას, სიგარეტი თურქმა მებაჟეებმა ჩამოართვეს.