გაფიცულები არიან ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებიც. დღეს დილით მათ უარი თქვეს ლექციებზე დასწრებაზე. ამ წუთებში სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში იმყოფებიან და ლექციებზე შესვლას მანამ არ გეგმავენ, სანამ მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკან არ გაიწვევს. შეკრებილებმა გაავრცელეს სპეციალური მიმართვა ხელისუფლების მისამართით.