მედიაში გავრცელებულ ჩანაწერზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკვლევას იწყებს. ოზურგეთში კი ოპოზიციური პარტიის წევრების პროტესტი გრძელდება.
ადგილზე ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. მობილიზებული იყო პოლიციაც.
ქალაქში მიტინგი ამ დროისთვის დაიშალა, თუმცა საკრებულოს დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემაში მონაწილე ყველა პირის დასჯის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრმა შიმშილობა დაიწყო.