მიხეილ სააკაშვილს სიძულვილის ენის გამოყენებასა და ანტისემიტური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებენ.
„ქართული ოცნების“ მიერ მოწვეული პიარ-ტექნოლოგის მისამართით ექს-პრეზიდენტის მიერ ნათქვამი ფრაზა მწვავე კრიტიკის საგანი ხდება.
რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა ისრაელიდან ჩამოყვანილი პიარ-სპეციალისტი დამამცირებელი ფრაზით მოიხსენია. ქართველ ებრაელთა სათვისტომოს გარდა, განცხადებას გმობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, ასევე სამოქალაქო პლატფორმის, – „არა ფობიას“, – წევრები, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების გახშირებულ ფაქტებზე მიუთითებენ და კონკრეტულ მაგალითებსაც იხსენებენ.
მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ბრალდებებს არ იღებენ.