პროტესტი აჭარის მთავრობასთან

ხმაურია ამ წუთებში აჭარის მთავრობასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან შეკრებილები.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი ამტკიცებს, რომ შენობაში სუს-ის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური იმყოფება, რომელიც წინასაარჩევნო დავალებებს აძლევს მოქმედ და ყოფილ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეებს.

ბაგრატიონი გომელაურთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა მას შენობაში არ უშვებენ.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.