„პროპორციული არჩევნები 2020“- მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ინიციატივის პრეზენტაციას მართავს.
„ქართული ოცნების“ შეთავაზება მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებას ითვალისწინებს.
პარალელურად ახალგაზრდების ჯგუფი აქციას მართავს „შერატონ მეტეხი პალასთან“, სადაც პრეზენტაცია მიმდინარეობს. მათი განმარტებით, ხელისუფლებამ საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ უნდა დაიწყოს.