საქართველოს ტურისტული პოტენციალი და სიახლეები.
ჩვენი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს შორის პრომეთეს მღვიმე ყველაზე მონახულებად ლოკაციად ითვლება. მხოლოდ წელს შვიდი თვის განმავლობაში მღვიმეს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა 23 %, 175 ათასამდე ტურისტი ესტუმრა, რაც გასულ წელთან შედარებით 12 %-ით მეტია. 2024 წლის ტურისტული სეზონისთვის დაცულ ტერიტორიებზე ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სრულიად შეიცვალა განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკის მოაჯირები, რაც ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
უნიკალური ბუნების ძეგლის შესახებ ანა ნოდია და ლაშა მამულაშვილი გვიამბობენ.