ახალი წევრები ჰყავს ორგანოს, რომელიც გენერალური პროკურატურის ზედამხედველია.
15-წევრიან საპროკურორო საბჭოში დღეს ექვსი წევრი აირჩიეს. ექვსივე პროკურორია, რომლებმაც საბჭოში კოლეგები 4-წლიანი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ჩაანაცვლეს.
2015 წელს შექმნილი საპროკურორო საბჭოს მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია, რადგან მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გენერალური პროკურორის კანდიდატის შერჩევა და შემდეგ პარლამენტისთვის წარდგენაა.
ხათუნა გაგნიძე ადევნებდა თვალს საარჩევნო პროცესს.