ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაცნობასა და გადაცემაზე, პროკურატურამ სახალხო დამცველს უარი უთხრა – ამის შესახებ განცხადება თოდაძის ადვოკატმა გააკეთა. თამარ ლუკავა ამბობს, რომ უარის მოტივი პროკურატურას არ განუმარტავს. თუმცა როგორც წესი, ომბუდსმენს, მსგავს გახმაურებულ საქმეებზე წვდომა თითქმის ყოველთვის ეძლევა, იმ შემთხვევებშიც კი, როცა საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.
ადვოკატი აპირებს პროკურატურას ომბუდსმენისთვის მასალების გაცნობის მოთხოვნით თავად მიმართოს.