პროკურატურის შუამდგომლობით ერთი მსჯავრდებული გამართლდა, კიდევ ერთი პოლიტპატიმრის საქმე კი, გადაისინჯება. გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გიორგი კუპრეიშვილის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. პროკურორის მიერ გამოტანილია დადგენილება, მისი უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს. გარდა ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2007 წლის ნოემბრის აქციების მონაწილე მსჯავრდებული იოსკა შარინგერი (ჯანდიერი) გაამართლა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.