მმართველი გუნდი მესამე სექტორთან ერთად მთავარი პროკურატურის რეფორმირებაზე იწყებს მუშაობას.
კანონპროექტის მომზადებამდე მხარეები ერთმანეთს საკუთარ წინადადებებს აცნობენ. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შედის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც მთავარი საგამოძიებო უწყების ძირეულ გარდაქმნას გულისხმობს. მათ შორის, უნდა შეიცვალოს საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების არსებული წესიც. სწორედ ამ საკითხზე აკეთებენ უფლებადამცველები განსაკუთრებულ აქცენტს. მითუმეტეს, რომ დეპუტატებით, პროკურორებით და ადვოკატებით დაკომპლექტებულ ორგანოს, რომელიც მთავარი პროკურორის არჩევა-გადაყენებაზეა პასუხისმგებელი, საკონსტიტუციო ცვლილებებით უფლებამოსილება მკვეთრად გაეზრდება.