პარლამენტთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ასევე, პროკურატურა სახალხო დამცველს მოუწოდებს, პროცესში ჩაერთოს.