თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6 პირს, პროკურატურამ მათ ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა. 6-ვე მათგანს ბრალად ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ედებათ, რაც დამტკიცების შემთხვევაში ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. საქართველოს პროკურატურის ცნობით, უწყება ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.