სამი არასამთავრობო ორგანიზაციის სკანდალური განცხადების გამო პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. ისევ არ სახელდება წყარო, რომელმაც, უფლებადამცველების მტკიცებით, მესამე სექტორს სერვისების განვითარების სააგენტოში ყალბი პირადობის მოწმობების სავარაუდო ბეჭდვაზე მიაწოდა ინფორმაცია.
პოლიტიკური განცხადებების ფონზე დავის საგანი ხდება თემა – აძლევს თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს კანონი წყაროს გაუთქმელობის უფლებას-მხარეები კანონმდებლობას სხვადასხვანაირად კითხულობენ. განცხადებაში, სადაც პროკურატურა უფლებადამცველებს ინფორმატორის ვინაობის დასახელებისკენ მოუწოდებდა და კოდექსის ერთ-ერთ მუხლზე მიუთითებდა, მესამე სექტორის ნაწილი გამაფრთხილებელ გზავნილებს ხედავს.