პროკურატურამ ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა - შეფასებები

პოლიტიკური შეფასებების თემაა გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე საქართველოს პრეზიდენტის დაბარება.

სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე არსებული ვიდეო მასალით გუშინ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ გამოძიება და მტკიცებულებების მოპოვება შესაბამისი უწყებების ვალდებულებაა და მტკიცებულებები საჯაროა. პრეზიდენტი მოუწოდებს უწყებას, მის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება შეწყვიტოს.