პროკურატურამ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შს სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევა 2017 წლის 12 ნოემბერს მოხდა. აღნიშნულმა პირებმა რუსთავში ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ კი დაედევნენ, რა დროსაც სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გაისროლეს, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებაც.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.