პროკურატურა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღებას და ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარეობს. ხათუნა გაგნიძე დეტალებით.