საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
გამოძიება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
გენერალური პროკურატურა ხაზარაძის და ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.
თემის დეტალები „მოამბეში“.