პროფკავშირების კულტურის ცენტრში პენსიონერთა კავშირის მეხუთე ყრილობა გაიმართა

პენსიონერთა კავშირის მეხუთე ყრილობა გაიმართა დღეს პროფკავშირების კულტურის ცენტრში. კავშირის ხელმძღვანელობამ აქ შეკრებილ წევრებს, გასული 4 წლის განმავლობაში, განხორციელებული პროექტები და საქმიანობა გააცნო.

პენსიონერთა კავშირი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით არაერთ სოციალურ თუ კულტურულ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანიც, საპენსიო ასაკში მყოფი ადამიანების საზოგადოებაში აქტიურად ჩართვას ითვალისწინებს.